აშშ-ს სენატმა უკრაინისთვის $13,6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
"უკრაინელებს მილიარდებს ვაძლევთ საკვების, მედიკამენტების, თავშესაფრისთვისა და მხარდაჭერისთვის ორ მილიონზე მეტი ლტოლვილისთვის, რომლებსაც უკრაინის დატოვება მოუწიათ, ისევე როგორც იარაღის გადაცემისთვის, როგორიცაა Javelins და Stingers", - განაცხადა სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა.
კანონპროექტი ხელმოსაწერად თეთრ სახლში პრეზიდენტს გადაეგზავნა.