ლეონიდ კუჩმა: ყველანი პრეზიდენტის, არმიისა და დროშის გარშემო ვართ გაერთიანებულები. უკრაინა არ არის და არასოდეს გახდება რუსეთი

გამოქვეყნდა:

უკრაინა არ არის რუსეთი და არც არასოდეს გახდება - უკრაინის მეორე პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს. ლეონიდ კუჩმა აცხადებს რომ წარსული წყენის მიუხედავად ის ახლა ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი გუნდის გვერდით დგას. ამბობს,რომ სწორედ ამიტომ რუსეთი ვერასოდეს შეძლებს უკრაინელი ერის გატეხვას.

"უკრაინელებო! ჩემი ნათესავებო! მთელი მსოფლიო ხედავს ჩვენი ჯარისკაცების ზეადამიანურ სიმამაცეს, მოხალისეების თავდადებას, მშვიდობიანი მოსახლეობის სოლიდარობას. უძლეველობა და თავგანწირვისთვის მზადყოფნა ყოველთვის ცოცხლობს ჩვენს გულებში. ეს ვულკანის ამოფრქვევას ჰგავს: გაღვიძება ძნელია, მაგრამ შეკავება შეუძლებელია. ვერავინ შეაკავებს ჩვენს ხალხს, როცა ისინი მშობლიური ქვეყნისთვის დადგებიან. სახლში ვრჩები უკრაინაში, რადგან ყველა ჩვენ მშობლიურ მიწაზე ვართ. სამშობლოს ყველა ერთად დავიცავთ - გამარჯვებამდე. მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებისა, განსხვავებული პირადი ინტერესებისა და წარსული წყენისა, ყველანი პრეზიდენტის, არმიისა და დროშის გარშემო ვართ გაერთიანებულები. უკრაინა არ არის რუსეთი და არასოდეს გახდება რუსეთი. ვერ მიიღებთ. ჩვენ უკვე ვიმარჯვებთ და ამ გამარჯვების შეჩერება შეუძლებელია. რაც შეეხება რუსეთს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რასაც თანამემამულეების ამბობენ - წყეულიმც იყავ! დიდება უკრაინას! დიდება უკრაინელებს!" წერს კუჩმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი