მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი სნაიპერი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებს

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი სნაიპერი, მეტსახელად "ვალი" უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩავიდა.

როგორც კანადელი ვეტერანი CBC-სთან ინტერვიუში ამბობს, მას სურს დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ იმის გამო იბომბებიან, რომ სურთ, იყვნენ ევროპელები და არა რუსები.

"ეს მარტივია - მინდა, მათ დავეხმარო", - თქვა მან.

ცნობისთვის, "ვალი" ავღანეთის, სირიისა და ერაყს მისიების მონაწილეა. 2017 წელს მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როდესაც სამიზნე 3,5 კილომეტრის მანძილზე გაანადგურა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი