რუსეთი დღეს გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს. სხდომაზე მოსკოვის მიერ გაჟღერებული ბრალდებები უნდა განიხილონ, რომ თითქოს უკრაინა აწარმოებს ბიოლოგიურ იარაღს აშშ-ს დახმარებით.
ცნობისთვის, აშშ აცხადებდა, რომ რუსეთი შეეცდება ყალბი ნარატივების შექმნას, რათა მომავალში ომში ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენება გაამართლოს.
ხუთშაბათს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ "აშშ ეხმარებოდა ბიოლოგიური იარაღის შექმნაში უკრაინას და ვირუსის მატარებელ ფრინველებს იყენებდა, რომლებიც რუსეთში მიგრირებენ".