უკრაინაში ომის გამო ლტოლვილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, ფილიპო გრანდი აცხადებს, რომ ლტოლვილთა რაოდენობამ უკვე 2.5 მილიონს მიაღწია.

უკრაინიდან ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთში გადავიდა. ქვეყანას ძირითადად ქალები და ბავშვები ტოვებენ.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მილიონობით ადამიანი იძულებულია საკუთარი საცხოვრებელი დატოვოს, რადგან მოსკოვი დასახლებულ პუნქტებს, საავადმყოფოებს, სკოლებსა და სხვა სამოქალაქო დაწესებულებებს ბომბავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი