კადიროვის განცხადებაზე კომენტარს მე რატომ მთხოვთ?! - ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თბილისის მერი მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც ეს სავარაუდო დანაშაული აღკვეთეს. 

კადიროვის განცხადებაზე კომენტარს მე რატომ მთხოვთ? პირველი და მნიშვნელოვანი - მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც აღკვეთეს ის სავარაუდო მძიმე დანაშაული, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი, უმძიმესი იქნებოდა. განცხადებები, რომელიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან და ასევე, ოფიციალური განცხადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შეგვიძლიათ იხელმძღანელოთ ამ განცხადებით, - ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბიკოვი დააკავა, რომელიც არსებული ინფორმაციით, საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მიზნით იმყოფებოდა. ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა რამზან კადიროვის დაკვეთილი იყო. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი