უკრაინაში თითქმის მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ატომური ენერგიის პროვაიდერზე, Energoatom-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებს. თითქმის 228 000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
ვრცელდება ცნობები, რომ საპორტო ქალაქი მარიუპოლი 10 დღეა საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში დღისით ტემპერატურა 0 გარდუსია, ხოლო ღამით ყინავს.