"რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შევამცირებთ" - ამის შესახებ ვერსალში გამართულ პრესკონფერენციაზე
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი საუბრობს. ამბობს, რომ რუსეთს უახლოეს პერიოდში სანქციების მეოთხე ტალღა შეეხება.
მისივე თქმით, ევროპას დღეს პასუხისმგებლობა, ერთიანობა და სოლიდარობა მართებს და მათ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, "ახალ პასუხისმგებლობებს" უნდა შეხედონ.
ძალიან მნიშვნელოვანია ენერგია მივაწოდოთ ევროპელ მომხმარებლებს და შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ გაზზე. უნდა ჩავდოთ ფული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში და ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს დამოუკიდებლობას. ასვეე ჩვენ გვაქვს გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მოხდეს წყაროების დივერსიფიკაცია და შევამციროთ 2027 წლისთვის ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე...
მაისის შუა რიცხვებისთვის კომისია წარადგენს ვარიანტებს იმისთვის, რომ მოხდეს ეს შემცირება მაგრამ მომხმარებელს სჭირდება დახმარება ახლა. ჩვენ ასევე შევამცირებთ გადასახადებს ენერგოჯგუფებისთვის და მივიღებთ ზომებს, რომ შევაჩეროთ გაზზე ფასის აწევის ძალიან ცუდი პრაქტიკა, - ამბობს ურსულა ფონ დერ ლეიენი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით კი, ისინი დღეს უკრაინის, ევროკავშირისა და დემოკრატიის მომავალზე საუბრობენ.
ეს ყველა ცნება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. უკრაინა ნამდვილად ევროპული ქვეყანაა. და პუტინმა დაარღვია ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპები, რამაც შელახა სახელმწიფოს სუნერენიტეტი და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის მომავალი და ჩვენ დღეს უნდა ვუპასუხოთ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას, რომელიც უკრაინის და ვფიქრობ, მთლიანად ევროპული კონტინენტის მომავალს განზაზღვრავს, - ამბობს მიშელი.