"ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთს პროგრესი არ ჰქონია" - არესტოვიჩი 

გამოქვეყნდა:

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში პროგრესი არ ჰქონია, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა გააკეთა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მან განმარტა, რომ რუსეთის ტერიტორიული წინსვლა უკრაინაში შეჩერდა. 

"ჩვენი მოწინააღმდეგე თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია საჰაერო დარტყმებით, სარაკეტო და სახმელეთო შეტევებით", - თქვა მან. 

ზელენსკის მრჩეველმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევები განახორციელეს კიევთან და ხარკოვთან, აღმოსავლეთ უკრაინაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი