დამატებითი სანქციები, რომლებსაც აშშ რუსეთს უწესებს | ჯო ბაიდენის საგანგებო განცხადება [ჩამონათვალი]

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

  • აშშ-ში აიკრძალება რუსეთიდან ბრილიანტების, ზღვის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი;
  • აშშ, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ერთად, რუსეთს ჩამოართმევს “სასურველი სავაჭრო პარტნიორის” სტატუსს, რაც განსაკუთრებული სავაჭრო ტარიფების სარგებლობის მოხსნას გულისხმობს;
  • ფართოვდება რუსი ოლიგარქების სია, რომლებიც მოექცევიან ვაშინგტონის სანქციებში, რაც მათი ფინანსური რესურსების გაყინვას გულისხმობს.

"ისინი მხარს უჭერენ პუტინს. ისინი პარავენ ფულს რუს ხალხს და ცდილობენ თავიანთი ფულის დამალვას ჩვენს ქვეყნებში. ისინი წარმოადგენენ კლეპტოკრატიის ნაწილის, რომელიც არსებობს მოსკოვში და მათ უნდა გაიზიარონ ამ სანქციების ტკივილი" - ამბობს ბაიდენი ოლიგარქების ახალი სიის შესახებ, რომლებიც სანქციებს დაექვემდებარებიან.

ბაიდენის განცხადებითვე, რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმა აუცილებელია და ამას აშშ აუცილებლად გააკეთებს - "ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ ზეწოლა და ამიტომ ვითხოვთ, რომ აშშ-ის მიერ შემოღებულ სანქციებს მხარი ყველა პარტნიორმა ქვეყანამ დაუჭიროს".

მისივე თქმით, ბრიფინგის დაწყებამდე ის პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა და კიდევ ერთხელ აღუთქვა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ომში მყოფი უკრაინელი ერისადმი. 

"ჩვენი საუბრის დროს მე მას ვუთხარი, როგორც ყოველთვის, რომ შეერთებული შტატები დგას უკრაინელი ხალხის გვერდით იმ დროს, როდესაც ისინი მამაცურად იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად და ისინი სწორედ ამას აკეთებენ ახლა" - განაცხადა ბაიდენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი