ნიკოლაევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება, რომ მთელი ქალაქის ტერიტორია იბომბება - ინფორმაცია უკრაინის ტელეგრამის არხებში ვრცელდება.
ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის მსხვერპლი არ არის, მაგრამ ვიტალი კიმის განცხადებით, მიმდინარეობს "განურჩეველი სროლა სამოქალაქო ობიექტებზე".
- ნოვობუგსკაია - ცეცხლი უკიდია კაფეს;
- მირა - იწყვის ავტომობილი;
- ასტრონავტები - ჩამოაგდეს ჭურვი;
- ვასლიაევა - ჭურვი ესროლეს ბინას;
- პერვომაისკაია - ნამსხვრევებისგან დაჭრილია კაცი.
უკრაინული მედიასაშუალებები თავიანთ ტელეგრამის არხებში იუწყებიან, რომ უკრაინის დედაქალაქში, კიევში, განგაშის სიგნალები ჩაირთო.