რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლში აქტივისტი, ოლგა გაისუმოვა გაიტაცეს - ამის შესახებ ინფორმაციას სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.
ინფორმაცია მისი გატაცების შესახებ აქტივისტის Facebook-ზე დაახლოებით 9:30 საათზე გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტებმა ქალაქის მერი ივან ფედოროვი გაიტაცეს. დღეს, 12 მარტს, მერის გათავისუფლების მოთხოვნით, რუსეთის მიერ ოკუპირებული რაიონის გამგეობის შენობასთან 2000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და მერის გატაცება გააპროტესტა. ოლგა გაისუმოვა ოკუპანტებმა სწორედ სამშვიდობო აქციიდან გაიტაცეს.
იხილეთ ასევე: