უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის გაგრძელების ღია მომხრე რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია - ინფორმაციას უკრაინული მედია, УНІАН უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, საომარი მოქმედებების გაგრძელებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ უჭერენ მხარს.
"რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიგნით დიდი პრობლემები დაიწყო. რეალურად ახლა მხოლოდ ორი ადამიანია, ვინც პირდაპირ არის ომის გაგრძელების მომხრე. ყველა დანარჩენი ცდილობს მის შეჩერებას", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა.
მისივე თქმით, რუსი გენერლებიც კი ძირითადად წინააღმდეგნი არიან, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს.