ზელენსკის თქმით, ის მზად არის პუტინს ისრაელში პირისპირ შეხვდეს

გამოქვეყნდა:

​​უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან რაიმე მოლაპარაკება ვერ დაიწყება, სანამ კიევსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ მიიღებენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.​

"ჩვენი დიპლომატები მუშაობენ და მათ ისაუბრეს ჩვენსა და რუსეთის ფედერაციას შორის შესაძლო დღის წესრიგის ზოგიერთ საკითხზე. მე მინდა რომ ეს განხორციელდეს...მშვიდობის პროცესი 100%-ით ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს",- თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვდეს და ასევე განიხილავს მოლაპარაკებების გამართვას იერუსალიმში, ისრაელის პრემიერმინისტრ ნაფტალი ბენეტის შუამავლობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი