შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მემორანდუმი გამოსცა, უკრაინისთვის 200 მილიონ დოლარამდე სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ.
როგორც თეთრი სახლის განცხადებაში წერია, 200 მილიონი დოლარი გამოიყოფა თავდაცვითი პროდუქციისა და მომსახურეობისთვის, ასევე სამხედრო განათლებისა და წვრთნების მიზნით, ასევე უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად.