"პუტინს არ გამოუჩენია არანაირი სურვილი უკრაინაში ომის დასასრულებლად" - მაკრონის ადმინისტრაცია ახალ სანქციებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ უფრო მეტ დეტალს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნახეთ მოკლედ, რა წერია მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებაში 3 პრეზიდენტის სატელეფონო საუბარზე:

  • საუბარი თითქმის 90 წუთს გაგრძელდა, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მას მძიმე დისკუსიად აფასებს.
  • მაკრონმა და შოლცმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებებისკენ მოუწოდეს, სანამ მომდევნო ნაბიჯებზე სტრუქტურული დისკუსია დაიწყება.
  • მაკრონის ოფისის თანახმად, პუტინს არ გამოუჩენია არანაირი სურვილი უკრაინაში ომის დასასრულებლად.

განცხადებაში ასევე საუბარია რა შეიძლება მოხდეს შემდგომ:

  • უახლოეს დღეებში ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალ სანქციებს განიხილავენ.
  • სანქციებში გათვალისწინებული იქნება ომის ბოლო მოვლენები, მათ შორის რუსი სამხედროების მხრიდან მარიუპოლის ალყაში მოქცევა.
  • ამ "ირანული სტილის" ისტორიული სანქციების მიზანია, რომ პრეზიდენტი პუტინი კუთხეში მოაქციოს და განარიდოს ის საერთაშორისო საზოგადოებისგან.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი