ალექსეი არესტოვიჩი საქართველოშია დაბადებული - ომის გმირები ზელენსკის კაბინეტიდან

გამოქვეყნდა:

უკვე მე-17 დღეა უკრაინა მსოფლიოს და საკუთარი ქვეყნის გმირობის ისტორიას წერს; ხალხი, რომელიც ყოველდღიური თავგანწირვით, მსოფლიოს ყველაზე დიდ ბოროტებას, ჩვენს თვალწინ ამარცხებს - თავისუფლებისმოყვარე, უკრაინელი ერი ჰქვია, თუმცა მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ერთი უბრალო ჩინოვნიკიდან, თუნდაც მაღალი თანამდებობის პირის სტატუსიდან, ან ქვეყნის პრეზიდენტიდან - ნამდვილ გმირებად გადაიქცნენ; მათ შორის არიან ქართველები- მებრძოლები, რომლებიც ახლა, უკრაინაში, ჩვენს საერთო მტერს ებრძვიან და ქართველები პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტში.

დავით არახამია უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო, როგორც საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან, რომელიც ოკუპანტის მიმართ დამოკიდებულებას, არამხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან, ან საჯარო გამოსვლებში, საკუთარი ჩაცმულობითაც გამოხატავს;

ის აფხაზეთიდან დევნილია და რუსულმა სისასტიკემ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა;

მკვეთრი მიმართვებითა და გამორჩეული პოლიტიკური გზავნილებით ყველას დაგვამახსოვრდა ალექსეი არესტოვიჩი, პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი, რომელიც ასევე საქართველოში, დედოფლისწყაროს რაიონში დაიბადა; დღეს ისინი, უკრაინაში, ორივე სამშობლოს საერთო მტერს ებრძვიან;

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი