რუსეთი ცდილობს მოაწყოს "რეფერენდუმი" ხერსონში, ყალბი "სახალხო რესპუბლიკისთვის" - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება twitter-ზე წერს, რომ რუსეთი ხერსონში "სახალხო რესპუბლიკისთვის" "რეფერენდუმის" მოწყობას ცდილობს.

კულება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მსგავსი ნაბიჯის შემთხვევაში, რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესონ.

"მიჰყვებიან 2014 წლის თამაშის წესებს, რუსები ახლა უიმედოდ ცდილობენ, რომ მოაწყონ ყალბი "რეფერენდუმი" ყალბი "სახალხო რესპუბლიკისთვის" ხერსონში. თუ გავითვალისწინებთ ნულოვან მხარდაჭერას, ის მთლიანად დადგმული იქნება. 

თუ ამას გააკეთებენ, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. ხერსონი არის და ყოველთვის იქნება უკრაინა",- წერს კულება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი