უკრაინაში გახსნილი 12 "მწვანე დერეფნიდან" დღეს მხოლოდ 9 მუშაობდა - ინფორმაცია ევაკუირებულებზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინაში გახსნილი 12 "მწვანე დერეფნიდან" მხოლოდ 9 მუშაობდა. 

ვერეშჩუკის თქმით, დერეფანი არ მუშაობა ქალაქ ენერგოდარჩში - ოკუპანტებმა ქალაქში ჰუმანიტარული კოლონა არ შეუშვეს.

მისივე ცნობით, ჰუმანიტარული კორიდორი კიევის რეგიონში მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობდა: ჰუმანიტარული კორიდორი არ მუშაობდა, ვირზელისა და ირპენში, თუმცა მუშაობდა ბუჩაში, საიდანაც, თითქმის 1000 ადამიანი გაიყვანეს. 

სუმი დატოვა 8000-მა ადამიანმა, კიდევ 3000-მა რეგიონის დასახლებებიდან (კრასნოპოლე, კონოტოპი, ლებედინი, ველიკაია პისარევკა).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი