"ფაშისტებო, დატოვეთ ჩვენი ქალაქი" | ოკუპირებულ ხერსონში, აქციის მონაწილეებს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს

გამოქვეყნდა:

ფაშისტებო, დატოვეთ ჩვენი ქალაქი, - ამ შეძახილებით ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ოკუპირებულ ხერსონში რუსი სამხედროების დამატებითი ძალების შესვლას აპროტესტებს.

დემონსტრანტებმა გზა გადაუკეტეს ოკუპანტების ჯავშანმანქანებს და ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევნდნენ. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ რუსმა სამხედროებმა აქციაზე მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.

რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს ოკუპირებულ  ბერდიანსკშიც. მშვიდობიან დემონსტრაციზე ათასობით მცხოვრები გამოვიდა. მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაიკავეს. ისმოდა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი