კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქი ორკვირიანი ბლოკადისთვის მზად არის. მათივე ცნობით, სურსათის ორი კვირის მარაგი არსებობს.
"ქალაქი ბლოკადის შემთხვევაში შესაძლო მოქმედებებისთვის ემზადება. სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ის ორი მილიონი კიეველი, ვინც სახლიდან არ გასულა, მარტო არ დარჩება. დედაქალაქის მთავრობამ, ბიზნესთან თანამშრომლობის გზით, აფთიაქებისა და მაღაზიების გასახსნელად ყველაფერი გააკეთა", - წერია განცადებაში.