ომში მიმდინარე პროცესებს რუსეთი დღეს უფრო ადეკვატურად აფასებს... ვფიქრობ, რომ კონკრეტულ შედეგებს უახლოეს დღეებში მივაღწევთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
ომში მიმდინარე პროცესებს რუსეთი დღეს უფრო ადეკვატურად აფასებს. ამასთან, ბრძოლის ველზე უკრაინელი ჯარისკაცების მიერ მიღწეულ შედეგებსა და პოზიციებს კიდევ უფრო ადეკვატურად მიუდგა. ჩვენი მოთხოვნები, რომელიც მაგიდაზე დევს, ძალიან მკაფიოა. ეს ეხება ცეცხლის შეწყვეტას, ჯარის გაყვანასა და კიდევ სხვა საკითხებს. რუსეთს ესმის ჩვენი პოზიცია და იცის, რომ უკან არ დავიხევთ. ის უკვე კონსტრუქციულად საუბრობს და ვფიქრობ, რომ კონკრეტულ შედეგებს უახლოეს დღეებში მივაღწევთ, - ამბობს პოდოლიაკი.