"როგორც კი გამშვები პუნქტი გავიარეთ, სროლა დაგვიწყეს" | ოკუპანტების მიერ დაჭრილი ჟურნალისტი მომხდარზე

გამოქვეყნდა:

ირპენში რუსმა ოკუპანტებმა ერთი ჟურნალისტი დაჭრეს. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა ისინი ხიდზე გადადიოდნენ.

"პირველ ხიდზე გადავდიოდით ირპენში, ლტოლვილების გამოსვლა უნდა გადაგვეღო და მანქანით ვიღაცები მოვიდნენ, შემოგვთავაზეს მეორე ხიდამდე მიყვანა. როგორც კი გამშვები პუნქტი გავიარეთ, ვიღაცებმა სროლა დაგვიწყეს. მძღოლმა მოატრიალა და წამოვედით, მაგრამ ისინი მაინც გვესროდნენ. ჩემი მეგობარი იქ დარჩა და ახლა არ ვიცი, როგორ არის. დავინახე, რომ ტყვია კისერში მოხვდა. მე სასწრაფო დახმარებამ წამომიყვანა აქ", - თქვა ჟურნალისტმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი