"ღვთის სახელით გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ხოცვა-ჟლეტა" | რომის პაპი უკრაინაში მიმდინარე ომზე

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მიმდინარე ომს საკვირაო მესის დროს რომის პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა. პაპმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მკაცრად დაგმო და მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს საომარი მოქმედებები. მისი თქმით, საავადმყოფოებზე თავდასხმა ბარბაროსობაა.

"ღვთის სახელით, დაე მოისმინონ ტანჯული ხალხის ძახილი და შეწყდეს დაბომბვები და თავდასხმები. ღვთის სახელით გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ხოცვა-ჟლეტა. ბავშვთა საავადმყოფოებისა და სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვა ბარბაროსობაა და არავითარი სტრატეგიული მიზეზი არ აქვს" - აცხადებს რომის პაპი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი