უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადება რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების წინაპირობას ნიშნავს, რაც მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი საუბრობს.
მისი თქმით, ევროკავშირი და ნატო უკრაინას მაქსიმალურ დახმარებას უწევს, მათ შორის, სამხედრო საშუალებებითა და რუსეთზე დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციებით, რომ მისი საერთაშორისო იზოლირება მოხდეს.
"არასაფრენი ზონის გამოცხადება ნიშნავს კონფლიქტის მესამე მსოფლიო ომში გადაზრდას და ცხადია, ჩვენ ამის გაკეთება არ გვსურს. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში რათა დავეხმაროთ უკრაინას და არ აღმოვჩნდეთ საომარ ვითარებაში და არ გავხდეთ კონფლიქტის ნაწილი. სანქციებს არ შეუძლია ომის სწრაფად შეჩერება, თუმცა შეუძლია რუსეთის ეკონომიკის შესუსტება და ეს ძვირად დაუჯდება რუსეთს. ჩვენ გვრჩება ენერგორესურსების იმპორტის საკითხი და ვაპირებთ მის მაქსიმალურად სწრაფად შემცირებას",- თქვა ჯოზეფ ბორელმა.