ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინაში შეჭრილი პუტინის ურდოს ტაქტიკა შეიცვალა. ახლა სარაკეტო თუ მოტომსროლელი იერიშების მთავარი სამიზნე მშვიდობიანი ქალაქები და მოსახლეობაა. უკვე კვირაზე მეტია, უმოწყალოდ იბომბება მარიუპლი, ირპენი, ჩერნიგოვი და ხარკოვი. რამდენიმე ქალაქისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი.
ომის 18-მა დღემ უკრაინას უმძიმესი ზიანი და ტკივლი მიაყენა. მოკლულია 100-მდე ბავშვი. ლტოლვილად იქცა 3 მილიონი უკრაინელი.
დანაკარგები რუსულ არმიას მძიმე აქვს - ომის 18 დღის შემდეგ, პუტინის ურდოს იმაზე 6-ჯერ მეტი დანაკარგი აქვს, ვიდრე საბჭოთა არმიას ავღანეთში ომის პირველი წლის განმავლობაში ჰქონდა.
ავტორი: ანა ასათიანი