საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს - როგორც მან გამოცემა France Inter-თან ინტერვიუში თქვა, სანქციები ძალაში უახლოეს მომავალში შევა.
სანქციები შეეხება რუსეთიდან რკინისა და ფოლადის იმპორტსა და ფუფუნების პროდუქციის ექსპორტს.
უკრაინის ტელეგრამის არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება ნავთობის სექტორში ყველა სახის ინვესტიციის აკრძალვა და გაფართოვდება სანქცირებული რუსი ოლიგარქების სია.
ჟან-ივ ლე დრიანმა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დამატების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე უპასუხა, რომ „ტაბუ არ არსებობს“ და „ყველაფერი მაგიდაზეა“.
მინისტრმა, ასევე, თქვა, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები უკრაინაში "ხანგრძლივი იქნება" და "უარესი წინ გველოდება".