საკუთარი სახლის დროებით დატოვება 3 მილიონზე მეტ უკრაინელს მოუწია. ლტოლვილების უდიდესი ნაწილი მეზობელი პოლონეთისკენ მიემართება. თუმცა ლტოლვილთა ასეთი დიდი ნაკადის ასეთ მოკლე დროში მიღებას და დაბინავებას პოლონეთი მხოლოდ თავისი ძალისხმევით ცხადია ვერ შეძლებს.
ახლა იქ უამრავი მოხალისე და საქველმოქმედო ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორის არიან ქართველებიც. ჟურნალისტი ნათია ჭკუასელი უკვე ერთი კვირაა პოლონეთის საზღვართან ჩასულ უკრაინელ დევნილებს ეხმარება საკვების, საცხოვრებლისა თუ პირველადი მედიკამენტების მოძებაში.
მიუხედავად ძალიან გადატვირთული გრაფიკისა, ნათიამ გამონახა დრო, რომ "პოსტ ფაქტუმის" მაყურებლისთვის უფრო კარგად ეჩვენებინა, რა ხდება ახლა დევნილთა ბანაკებში, რა ჯოჯოხეთი გამოიარეს ამ ადამიანებმა პოლონეთის საზღვრამდე და როგორ შეუძლია დღეს მსოფლიოს ამ ადამიანების დახმარება.