"შევიკრიბეთ კიევის საბჭო, მივიღეთ მნიშვნელოვანი და გადაუდებელი გადაწყვეტილებები" - კლიჩკო

გამოქვეყნდა:

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ქალაქის ფუნქციონირების გასაძლიერებლად, დღეს კიევის საბჭო შეიკრიბა, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის ჰუმანიტარული შტაბი მუშაობას განაგრძობს:

"კიევი განაგრძობს სამხედრო პირობებში ცხოვრებას და ემზადება ქალაქის დასაცავად. კიეველების უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ქალაქის ფუნქციონირების გასაძლიერებლად, დღეს შევიკრიბეთ კიევის საბჭოს დეპუტატები, გავმართეთ სხდომა და მივიღეთ მნიშვნელოვანი და გადაუდებელი გადაწყვეტილებები.

დედაქალაქის ჰუმანიტარული შტაბი აგრძელებს მუშაობას. ჩვენ ვიღებთ დახმარებას, ვქმნით პროდუქტებისა და საქონლის აუცილებელ რეზერვს. ვაგროვებთ თანხებს ტერიტორიული თავდაცვისა და ჩვენი დამცველებისთვის ტექნიკის შესაძენად",-თქვა მან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი