ომის დაწყებიდან დღემდე მარიუპოლში 2 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ომის დაწყების დღიდან დღემდე, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში 2 187 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქში ჯამში 100 ბომბი ჩამოაგდეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი 22.

"12 დღის განმავლობაში ხალხი რთულ ვითარებაშია. ქალაქში არ არის ელექტროენერგია, წყალი ან გათბობა. თითქმის არ არის სატელეფონო კავშირი. საკვებისა და წყლის ბოლო მარაგი იწურება",-ნათქვამია საქალაქო საბჭოს განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი