ხელისუფლებამ გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს - ოლეგ პანფილოვი

გამოქვეყნდა:

როდესაც საქმე რამზან კადიროვს ეხება, საფრთხე ძალიან რეალურია, - ამის შესახებ ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი საუბრობს. ამბობს, რომ რუსეთში, ასეთი ტიპის არაერთი მკვლელობა მომხდარა და ოკუპანტი ქვეყნის მოსახელობას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ უსწორდება ვლადიმერ პუტინი ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამს.

გიორგი გაბუნიას გამოთქმა რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ვფიქრობდი, რომ კადიროვი მუქარის შესრულებასა და გიორგი გაბუნიას დასჯას უფრო ადრე შეეცდებოდა. ეს საფრთხე რეალურია, ხელისუფლებამ გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. რუსეთიდან საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის, რაც შეუძლებელს ხდის გაარკვიო მათი ვიზიტის რეალური მიზეზი. ასევე საზღვრები ძალიან ცუდად კონტროლდება აქედან გამომიდინარე, აუცილებელია, გიორგი გაბუნიას უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კადიროვი პუტინისა და რუსი პოლიტიკოსების პირდაპირ დავალებებს ასრულებს. გიორგი გაბუნიას დასჯას კიდევ შეეცდებიან. ვფიქრობ, დაკავებული ადამიანი მარტო არ მოქმედებდა და მას თანამზრახველები ჰყავს, - ამბობს ოლეგ პანფილოვი.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. გაბუნია ხვალ, მოწმის სახით გამოსაკითხად, 10:00-ზე არის დაბარებული. მივა თუ არა გაბუნია სუს-ში, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამბობს, რომ ამას ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს. 

მანამდე კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია დაიბარეს. თუმცა, გვარამია სუს-ში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს. გადაწყვეტილების მიზეზი სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობაა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მიზნით იმყოფებოდა. ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა რამზან კადიროვის დაკვეთილი იყო. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი