უნდა გავიარო ჩვენს ადვოკატებთან კონსულტაცია და მივიღებ გადაწყვეტილებას, წავალ თუ არა პირდაპირ ამ დაკითხვაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ "მთავარ არხთან" განაცხადა. მისი თქმით, ამ საქმეში სანდოობა დაბალია, ვინაიდან პოლიტიკური ინტერესებია და ამასთანავე საქმე "მთავარ არხსა" და არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას ეხება. 

უნდა გავიარო ჩვენს ადვოკატებთან კონსულტაცია და მივიღებ გადაწყვეტილებას, წავალ პირდაპირ ამ დაკითხვაზე, თუ გვარამიას მსგავსად მოვითხოვ, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას. სანდოობის დონე საკამოდ, ძალიან დაბალია ხოლმე, მითუმეტეს, როდესაც პოლიტიკური თემაა ჩაქსოვილი ამ ყველაფერში და მითუმეტეს, როდესაც "მთავარ არხს" ეხება და მითუმეტეს კიდე, "მთავარი არხიდან" იმდენად, გაბუნიას არა, მაგრამ გვარამიას თუ ეხება ხოლმე საქმე, აი ნდობის საკითხი, როგორ შეიძლება მქონდეს 100%-იანი - არა, რა თქმა უნდა, ამიტომაც თვითონ ნიკამაც მოითხოვა, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა და დიდი ალბათობით მეც ასე მოვითხოვ, - ამბობს გიორგი გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. გაბუნია ხვალ მოწმის სახით გამოსაკითხად, 10:00-ზე არის დაბარებული.

მანამდე კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია დაიბარეს. თუმცა, გვარამია სუს-ში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს. გადაწყვეტილების მიზეზი სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობაა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მიზნით იმყოფებოდა. ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა რამზან კადიროვის დაკვეთილი იყო. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი