კიევის ერთ-ერთ რაიონში, ობოლონში 9-სართულიან სახლს ჭურვი ესროლეს. შენობის ნაწილი ჩამოინგრა, იერიშმა ხანძარი გამოიწვია, ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.
ამ დროის მონაცემებით, ნაპოვნია 2 ცხედარი, 3 ადამიანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, 9-ს ადგილზე გაეწია დახმარება. სამაშველო ჯგუფებმა 63 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.
სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა ჟიტომირის რაიონიც, სადაც ადმინისტრაციულ შენობებზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი და განადგურდა 7 ნაგებობა.