სუმის რაიონში, ახტირკაში ღამით მომხდარი დაბომბვისას სულ მცირე 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას, ვიდეომიმართვაში ქალაქის მერი, პაველ კუზმენკო ავრცელებს.
"წუხელ ახტირკაში მშვიდობიან მოსახლეობას, მათ სახლებს ბომბავდნენ, დიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი, დანარჩენებს ისევ ეძებენ. სამწუხაროდ, ავიადარტყმებისგან დაცვის საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს. ვიხვეწებით ჩაკეტონ ცა. ის ვინც ახტირკას ბომბავს, იცოდნენ, რომ მშვიდობიან ადამიანებს კლავენ", - ამბობს ის.