ჩვენ გვჭირდება სანქციები ყველასგან, გამონაკლისის გარეშე - უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში

გამოქვეყნდა:

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასინოვი ამბობს, რომ სჭირდებათ სანქციები ყველასგან, გამონაკლისის გარეშე. მისი თქმით, მადლობლები არიან ქართველი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამო და სჯერა, რომ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ამ თემაზე მან პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

"მტერი აგრძელებს ადამიანების კვლას, ის აგრძელებს დანაშაულების ჩადენას სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, ჩვენი შვილების წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაცია ახლა იზოლაციაშია, მაგრამ თუ მტერი აგრძელებს უდანაშაულო ბავშვების ხოცვას, სანქციები საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება სანქციები ყველასგან, გამონაკლისის გარეშე. თუ მსოფლიო დღეს ჩვენ არ დაგვეხმარება, მტერი სხვებთანაც მივა. 

თქვენ, ქართველებს, კარგად გახსოვთ ომი, ლტოლვილები და ის ტანჯვა, რომელიც გამოიარეთ, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიები", - თქვა ანდრეი კასინოვმა.

ცნობისთვის, საქართველო არ უერთდება უკრაინის წინააღმდეგ დაწესებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს. უკრაინის პრეზიდენტმა კი ელჩი კონსულტაციებისთვის კიევში გაიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი