რუსეთის პატრიარქმა ე.წ. „ეროვნული გვარდიის“ მეთაური მიიღო, უკრაინაზე ანგარიში ჩაიბარა და ხატი აჩუქა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილე ე.წ. „ეროვნული გვარდიის“ მეთაურს, ვიქტორ ზოლოტოვს უმასპინძლა და მას საჩუქრად ხატი გადასცა.

გვარდიის მეთაურმა, თავის მხრივ, პატრიარქს ანგარიში ჩააბარა საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ. ზოლოტოვის თქმით, ომი იმიტომ გაიწელა, რომ უკრაინელი მებრძოლები მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებენ და საბრძოლო პოზიციებს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში აწყობენ.

"ეროვნული გვარდიის წევრები რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ასრულებენ ყველა ამოცანას ამ სამხედრო კონტროპერაციის ფარგლებში. ​დიახ, ყველაფერი არ მიდის ისე სწრაფად, როგორც გვინდა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ნაცისტები მშვიდობიანი მოქალაქეების, ქალების, მოხუცებისა და ბავშვების ზურგს უკან იმალებიან. აწყობენ თავიანთ პოზიციებს სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და საცხოვრებელ სახლებში. მაგრამ მიზნისკენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ეს ხატი კი დაიცავს ჩვენს ჯარს და დააჩქარებს გამარჯვებას",- თქვა ზოლოტოვმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი