დაიცავით ქალაქები, სოფლები, ჩვენი მიწის ყოველი მეტრი და უკრაინული გული, უკრაინის სული - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ახალ მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს ქვეყნის დაცვის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ზელენსკი პირობას დებს, რომ აღდგება ყველა დანგრეული ქალაქი და შენობა, თუმცა მანამდე საჭიროა ქვეყნის დაცვა ოკუპანტებისგან: 

"რუსეთი აგრძელებს ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას, აგრძელებს თავდასხმას ჩვენს ქალაქებზე. მაგრამ ჩვენ აღვადგენთ ყველა ქუჩას ყველა ქალაქში. ყველა უკრაინელის სახლს და ბინას. ახლა, როცა ოკუპანტი ჯერ კიდევ ჩვენს მიწაზეა, ის უნდა დავამარცხოთ, როგორც შეგვიძლია. დაიცავით ქალაქები, დაიცავით სოფლები, დაიცავით ჩვენი მიწის ყოველი მეტრი. და ჩვენი გულის ყოველი ნაწილი. უკრაინული გული. უკრაინის სული. ერთმანეთის დაეხმარეთ! მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს! გააგრძელეთ დაცვა! და დაიცავით სახელმწიფო! ერთად - ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას!" ამბობს ზელენსკი ახალ მიმართვაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი