ოთხშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს კონგრესს სიტყვით მიმართავს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს, 16 მარტს ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე აშშ-ს კონგრესს ონლაინ მიმართავს.

"კონგრესი, ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, რომელმაც გამოავლინა განსაკუთრებული სიმამაცე, გამძლეობა და მონდომება რუსეთის არაპროვოცირებული, მანკიერი და უკანონო ქმედებების წინაშე....

მოუთმენლად ველით პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას პალატაში და სენატში, რათა ვანახოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი, მაშინ როცა ისინი მამაცურად იცავენ დემოკრატიას",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ზელენსკიმ მსგავსი ფორმატით უკვე მიმართა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატასა და ბრიუსელში, ევროკავშირს.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი