უკრაინა ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას მოითხოვს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, დენის შმიგალმა ევროსაბჭოში ონლაინ გამოსვლისას ისაუბრა.
"დღეს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ევროსაბჭოში წევრობა შეუჩერა. აუცილებელია, რომ მოხდეს განხილვა ყველა იმ დანაშაულის, რომლებზეც უკრაინელებმა პუტინს სტრასბურგში უჩივლეს. პუტინმა აუცილებლად უნდა აგოს ამაზე პასუხი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ გამოცხადდეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ იყოს გარიცხული ევროსაბჭოდან. რუსეთს არ აქვს უფლება დარჩეს იმ ორგანიზაციაში, რომელიც იცავს ადამიანის უფლებას.
მილიონობით ჩვენი ხალხი უწყლოდ და გათბობის გარეშე დარჩა და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები, რომ შევაჩეროთ ეს უბედურება, მანამ, სანამ მთელი ევროპა ცეცხლის ალში მოექცევა. უნდა დაიხუროს ცა უკრაინის თავზე, რომ გადარჩნენ მილიონობით უკრაინელები და ევროპელები",- თქვა დენის შმიგალმა.