გიორგი გაბუნია სუს-ში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

გამოქვეყნდა:

გადაცემა "პოსტ ფაქტუმის'' წამყვანი და "მთავარი არხის" დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია სუს-ში მისვლას არ აპირებს - ჟურნალისტი დღეს, დილის 10 საათზე იყო დაბარებული.

გიორგი გაბუნია, არხის გენერალური დირექტორის მსგავსად, დღეს უწყებაში არ მივა. იგი მხოლოდ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას დათანხმდება.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დიდი ნდობა გამოძიების ვერ გექნება, მაგრამ ამ შემთხვევაში იმედი მაქვს, რადგან სხვა ქვეყანაც, უკრაინაც არის ამ პროცესებში ჩართული, მათ ნაკლებად მიეცემათ საშუალება, რომ ისეთი მიმართულება მისცენ ამ ყველაფერს, როგორც თვითონ უნდათ. მოუწევთ რეალური მიმართულებით წარმართვა, - ამბობს "მთავარი არხის" ჟურნალისტი.

არხის იურისტის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, კითხვებზე, რომელიც სუს-ს ექნება, ისინი პასუხს მხოლოდ სასამართლოში გასცემენ.

გიორგი გაბუნიას შემთხვევაში, ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ სასამართლოში მოხდეს მისი დაკითხვა და არა სუს-ში, შესაბამისად, არც არაფერი მოხდება. გიორგი არ გამოცხადდება სუს-ში, ამის შესახებ შეტყობინება უკვე გავგზავნეთ, - აცხადებს იგი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე მისი მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებიდან, მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ დაიბარეს. მას სუსში დღეს, 10 საათზე მოწმის სტატუსით ელოდებიან, თუმცა გიორგი გაბუნია მისვლას არ აპირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი