სად არის კადიროვი | პუტინი ფრონტის ხაზზე ყველაზე ოდიოზურ ჯალათს აგზავნის

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პუტინი იძულებულია, სულ უფრო ხისტი ნაბიჯები გადადგას. ომში დამარცხების ზღვარზე მყოფი რუსეთის პრეზიდენტი უკიდურეს გადაწყვეტილებას იღებს და ფრონტის ხაზზე ყველაზე ოდიოზურ ჯალათს აგზავნის.

რამზან კადიროვი უკრაინაში ჩადის და საკუთარი სამხედრო შენაერთებისა და მთლიანად რუსული არმიის საბრძოლო სულისკვეთების გაძლიერებასა და უკრაინელების დაშინებას ცდილობს. ასეთია ოფიციალური ცნობები, მაგრამ - ჩეჩნეთის ლიდერის საომარი მოგზაურობა ზეგასაიდუმლოვებულია და ჩნდება ეჭვი, რომ უკრაინაში კადიროვი მხოლოდ ფოტოსესიისთვის ჩაიყვანეს და შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვებინეს ფრონტის ხაზი. 

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი