მტერს რომ სიკვდილი უსურვო და რუსი ოკუპანტები მოკლა, ცოდვა არაა, - ამის შესახებ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე საუბრობს. მის ამ განცხადებას გამოცემა Unian ავრცელებს.
ჩვენ, როგორც ერი, არ ვეძებთ ჩვენი მეზობლების სიკვდილს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ჩვენს სახლში მოვიდნენ, ვიცავთ ჩვენს ოჯახს, სამშობლოს, მიწას... ჩვენი ჯარისკაცები იცავენ ყველა უკრაინელს. მტრის მოკვლა არ არის ცოდვა. ჩვენ ვიცავთ, არ ვისწრაფვით სხვისკენ. და ვინც ჩვენთან მახვილით მოვიდა, ის მოკვდება ამ მახვილით...
...ყველა მართლმადიდებელ უკრაინელს ერთიანობისკენ მოვუწოდებ. თითოეულ თემს აქვს უფლება შეიკრიბოს შეხვედრაზე და გადაწყვიტოს თავისი იურისდიქციის შეცვლა. თითოეულ თქვენგანს, კონკრეტულ თემში, შეუძლია გააკეთოს ძალიან სასარგებლო რამ: მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გაწევრიანების შესახებ. ეს თქვენს ხელთაა, თქვენ გაქვთ უფლება და შესაძლებლობა, - ამბობს მიტროპოლიტი.
იხილეთ ასევე: