„ოპერაციის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა ნამდვილად გასცა ბრძანება თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ მათ თავი შეეკავებინათ დიდი დასახლებული პუნქტების შტურმისგან, მათ შორის – კიევის შტურმისგან“ - ამტკიცებს კრემლის პრესსპიკერი პესკოვი უკრაინაში შეჭრიდან და ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან მე-19 დღეს.
პესკოვის თქმით, ეს ქმედება მშვიდობიან მოსახლეობაში დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა და პუტინმა სწორედ "ეს გარემოებები გაითვალისწინა სპეცოპერაციის დაგეგმვისას".
რაც შეეხება "სპეცოპერაციის" დასრულების თარიღს, პესკოვის თქმით, თარიღი არ სახელდება –"დასრულების თარიღი არ სახელდება. რუსეთის ხელისუფლების ყველა გეგმა სრულად იქნება რეალიზებული ადრე დამტკიცებულ ვადებში" ამბობს ის