​რივნეს მახლობლად, სატელევიზიო ანძაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ უკრაინაში რივნეს მახლობლად სატელევიზიო ანძაზე რუსული ჯარების მიერ სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. ინფორმაციას რივნეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ვიტალი კოვალი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ნანგრევების ქვეშ ხალხი იმყოფება, ადგილზე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. 

ვიტალი კოვილის თქმით, კოშკსა და მიმდებარე ადმინისტრაციულ შენობას ორი რაკეტა მოხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი