უკრაინაში რუსების შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია - პენტაგონი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსების შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია , - ინფორმაციას პენტაგონის ანონიმურ ბრიფინგზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. 

უწყების ცნობით, 13 მარტს, პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრით დაშორებულ იავროვის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე გავლენა არ ჰქონია. და ამ ადგილას არ ყოფილან ამერიკელები, არც სამხედრო და არც სამოქალაქო პირები. 

ასევე, პენტაგონში ამბობენ, რომ რუსული ჯარები გადაჯგუფებისთვის შეგნებულად შეჩერდნენ, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში ეს უკრაინელების წინააღმდეგობას უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი