უკრაინული მედიის ცნობით, კიევში 2 ძლიერი აფეთქება მოხდა

გამოქვეყნდა:

დღეს დილით ძლიერი აფეთქებების ხმა გაიგეს უკაინის დედაქალაქ კიევში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC და CNN-ის ჟურნალისტები ავრცელებენ. აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე მოხდა.

უკრაინის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, კიევში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება და უცნობია რამდენი ადამიანია დაშავებული.

ადგილობრივი არხის "უკრაინა 24"-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ, ორი აფეთქება მოხდა ქალაქის დასავლეთ გარეუბანში, ბორშჩაგოვკას რაიონში. ტელევიზია ამბობს, რომ რაკეტები ბელარუსის ტერიტორიიდან ისროლეს. BBC წერს, რომ აღნიშნულის გადამოწმება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.

საჰაერო თავდასხმის სირენები ამოქმედდა კიევში, ასევე ოდესაში, უმანში და ხმელნიცკის რეგიონში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი