მოსახლეობის 61%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი - CRRC

გამოქვეყნდა:

მოსახლეობის 61%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი - კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია CRRC -მ ჩაატარა.

31%-ის აზრით, მთავრობა უკრაინას საკმარისად უჭერს მხარს, 2% კი ამბობს, რომ კიდევ უფრო ნაკლებად უნდა დაუჭიროს მხარი.

"CRRC საქართველოს" კვლევა მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვით ჩატარდა ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით. მასში მონაწილეობა 18-დან 90 წლამდე ასაკის 1 092 რესპონდენტმა მიიღო. გამოკითხვის ცდომილება 2,96%-ია.

გამოკითხვა ჩატარდა 2022 წლის 7-დან 10 მარტამდე პერიოდში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი