კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატით - აცხადებს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში და განმარტავს რომ იგორ დოლგოვი ამჟამად მოვალეობას არ ასრულებს და კონსულტაციებს გადის.
კასიანოვის თქმით, დოლგოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავად შეატყობინებს, როდის დაუბრუნდება უფლებამოსილების შესრულებას.
"ცნობილია რომ უკრაინის ელჩი გაწვეული იყო კონსულტაციებზე. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ვაცნობებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატით. საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. ომის პირობებში დიპლომატია კლასიკურ ნიმუშს შორდება. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის ომის დროს ელჩის მოღვაწეობის." ამბობს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის 1-ელ მარტს გაიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, იგორ დოლგოვი თბილისშია და უკრაინაში არ წასულა.