რადას 20-მდე დეპუტატი უკრაინიდან გაიქცა

გამოქვეყნდა:

20-მდე სახალხო დეპუტატი უკრაინიდან გაიქცა და ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება - ამის შესახებ უზენაესი რადას თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე კორნიენკომ განაცხადა.

"სხვადასხვა ფიგურებია, ახლა არ დავაკონკრეტებ... 20-მდე სახალხო დეპუტატი არ არის უკრაინაში. ვთქვათ ასე... ესენი არიან დეპუტატები, რომლებსაც ჰქონდათ არაპატრიოტული გამოვლინებები, კენჭისყრა და ასე შემდეგ", - განაცხადა კორნიენკომ.

მისივე თქმით, 9 სახალხო დეპუტატი ევროპის საბჭოში მივლინებაშია. 

გაქცეული დეპუტატების ვინაობა უკრაინის უშიშროების სამსახურისთვის ცნობილია. ომის დაწყების პირველ დღეებში,  რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ დეპუტატები, რომლებიც უკრაინას დატოვებდნენ, მოღალატეებად ჩაითვლებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი