წლების განმავლობაში გვესმოდა NATO-ს  ღია კარის შესახებ, თუმცა ასევე მოვისმინეთ რომ იქ ვერ შევალთ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში წლების განმავლობაში ესმოდათ NATO-ს ღია კარის შესახებ, თუმცა კიევში მიხვდნენ, რომ ეს პოლიტიკა უკრაინაზე არ მოქმედებს. განცხადება ზელენსკიმ დასავლეთის ლიდერებთან ონლაინ შეხვედრის დროს გააკეთა.

"გასაგებია და გვესმის რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის, ჩვენ ადეკვატური ადამიანები ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა თითქოს ღია კარის შესახებ, თუმცა ასევე მოვისმინეთ რომ იქ ვერ შევალთ. ეს სიმართლეა და ეს უნდა ვაღიაროთ" - თქვა ზელენსკიმ.

შეხვედრაზე ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებმა უნდა იფიქრონ "დამოუკიდებელ თავდაცვის შესაძლებლობაზე" NATO-ს გარეთ.

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლეთის სანქციებს მიესალმა, თუმცა თქვა, რომ ეს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად საკმარისი არ არის. მან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ცის ჩაკეტვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ასევე მოითხოვა რუსეთთან სრული სავაჭრო ემბარგოს დაწესება.

ამას გარდა ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების გემები მთელ მსოფლიოში უნდა აიკრძალოს და Swift-ის ფინანსური შეტყობინების სისტემიდან ყველა რუსული ბანკი უნდა გამოირიცხოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი